08 აგვისტო 2026,   04:10
ვრცლად
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა 17 ქალ ჟურნალისტს ომის მონაწილის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამსახურის საკონფერენციო დარბაზში მიღება გამართა და იმ ჟურნალისტ ქალბატონებს უმასპინძლა, რომლებიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, თუმცა, ომის მონაწილის სტატუსს ოფიციალურად არ ფლობდნენ.

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის უშუალო ჩართულობით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, 17 ჟურნალისტ ქალბატონს, ომის მონაწილის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭათ:

"კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ვეტერანთა ღირსეულ, უკვე თქვენს საკუთარ ოჯახში," - ასე მიმართა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ქალბატონებს და მათ, ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობები და სამახსოვრო საჩუქრები, მოადგილეებთან ერთად, პირადად გადასცა.

დღის ამბები