ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით ვიდეომიმართვა გააკეთა.
"მე საჭიროდ მიმაჩნია ბოდიში მოვუხადო მეზობელ ქვეყნებს, რომლებზეც დარტყმები განხორციელდა", - განაცხადა პეზეშკიანმა.
"ჩვენ არ გვაქვს განზრახვა, რომ მეზობელ ქვეყნებში შევიჭრათ", - ამბობს ირანის პრეზიდენტი და მეზობლებს რეგიონული თანამშრომლობისკენ "მშვიდობის დასამყარებლად" მოუწოდებს.
პეზეშკიანის თქმით, სამხედრო ძალებს უბრძანეს: "ამიერიდან არ შეუტიონ მეზობელ ქვეყნებს, თუ პირველი შეტევა მათი მხრიდან არ განხორხიელდება".
"ისინი, ვინც ამ მომენტის გამოყენებას ირანზე თავდასხმისთვის განიხილავენ, არ უნდა გახდნენ იმპერიალიზმის მარიონეტები", - ამბობს პრეზიდენტი.
მისი განცხადებით, ისრაელის ან შეერთებული შტატების მხარდაჭერა "პატივისა და თავისუფლებისკენ მიმავალი გზა არ არის".
წყარო: BBC