18 ივნისი 2026,   21:11
ვრცლად
"რატომ გადააქვთ უნგრეთის გავლით 900 მილიონი დოლარი, 420 მილიონი ევრო ნაღდი ფული და 146 კილოგრამი ოქრო? უკრაინელებისგან ახსნა-განმარტებას ვითხოვთ" - პიტერ სიიარტო

პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთი უკრაინელებისგან დაუყოვნებლივ ახსნა-განმარტებას ითხოვს. საქმე ეხება უნგრული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავი ნაღდი ფულის გადამტანი მანქანები უნგრეთის კონტრტერორისტულმა ცენტრმა დააკავა.

"რატომ გადააქვთ უნგრეთის გავლით 900 მილიონი დოლარი, 420 მილიონი ევრო ნაღდი ფული და 146 კილოგრამი ოქრო? რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? ეს უკრაინის ომის მაფიის ფულია? ჩვენ უკრაინელებისგან დაუყოვნებლივ ახსნა-განმარტებას ვითხოვთ. მათ უნდა თქვან, ვისი ფულია ეს და რისთვის იყენებენ", – აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

სიიარტომ უკრაინა უნგრეთის არჩევნებში ჩარევაშიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კიევი ქვეყანაში უკრაინის მხარდამჭერი მთავრობის მოყვანას ცდილობს.

 

დღის ამბები