19 ივნისი 2026,   01:16
ვრცლად
"დაყარეთ იარაღი, თქვენ მხოლოდ სიკვდილი გელით" - ტრამპი

ირანის სამხედრო რესურსის სრულ განადგურებაზე საუბრობს ამერიკის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპის მტკიცებით, ირანს აღარც საჰაერო ძალები აქვს და აღარც საჰაერო თავდაცვა და ირანის პოლიციასა და გვარდიას დანებებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"შეერთებული შტატების სამხედრო ძალები შესანიშნავ ისრაელელ პარტნიორებთან ერთად აგრძელებენ მტრის განადგურებას ვადაზე ადრე. ეს ხდება ისეთი მასშტაბებით, რაც ხალხს აქამდე არასდროს უნახავს. მათი საჰაერო თავდაცვის იარაღი განადგურებულია, ამიტომ, მათ არც საჰაერო ძალები აქვთ და არც საჰაერო თავდაცვა.
 მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყველა წევრს, სამხედროებსა და პოლიციას - დაყარეთ იარაღი, თქვენ მხოლოდ სიკვდილი გელით. ახლა დადგა დრო გვერდით დაუდგეთ ირანელ ხალხს და დაეხმაროთ მათ ქვეყნის დაბრუნებაში, ჩვენ ამისთვის მოგცემთ იმუნიტეტს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები