"ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ურთიერთობები უფრო დინამიკური გახდეს და [აშშ-სთან] სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებას ჩაეყაროს საფუძველი, რომელიც კონკრეტულ შედეგებში აისახება", - განაცხადა პარტია "ხალხის ძალის" საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა, რომელიც აშშ-ში საქართველოს დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
"ეს შეიძლება იყოს თავისუფალი ვაჭრობა, ინვესტიციების წახალისება, სხვადასხვა საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში უფრო აქტიური მონაწილეობა", - აღნიშნა სეფაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით იმყოფება.