საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა. სხდომაზე დღეს დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ. რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ივნისში დააკავა. მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
"პროცესზე დაკითხულ იქნენ ბრალდების მოწმეები, აუდიტორები, რომლებმაც შეისწავლეს შემოსავლები რომეო მიქაუტაძის და მისი ოჯახის, ასევე ხარჯები და დაასკვნეს, რომ მისი ქონებრივი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარემ წარმოადგინა ექსპერტები, რომლებსაც დათვლილი ჰქონდათ მხოლოდ რომეო მიქაუტაძის და მასთან დაკავშირებული პირების შემოსავლები. შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნიან ვერანაირად ვერ დგინდება იმის ფაქტი, რომეო მიქაუტაძის ქონება გაიზარდა თუ დაიკლო. შესაბამისად, როგორ უნდა იმსჯელოს მოსამართლემ მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, ბრალდების მხარისთვის გაუგებარია", - აცხადებს პროკურორი ირაკლი მარშანია.