ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს, ალი ხამენეის მაშჰადში დაკრძალავენ. ეს არის ქალაქი, სადაც ალი ხამენეი 1939 წელს დაიბადა და საიდანაც დაიწყო ბრძოლა სამეფო ოჯახის წინააღმდეგ.
მანამდე კი, თეირანში გაიმართება ცერემონია, სადაც ალი ხამენეის მომხრეები გლოვას შეძლებენ. ცერემონია თეირანში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
პარალელურად კი, ლიკვიდირებულ აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ორგანიზებისთვის მზადებაც მიმდინარეობს.
ალი ხამენეის დაღუპვის გამო, ირანში 40 დღიანი ეროვნული გლოვაა გამოცხადებული.