აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, დღეს, ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას არ სურს, ირანელებმა "ჯერ" გამოხატონ პროტესტი.
"თუ გარეთ გასვლას და პროტესტს აპირებთ, ჯერ ნუ გააკეთებთ ამას. იქ ძალიან საშიშია. ბევრი ბომბი ცვივა," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ორმხრივი შეხვედრის დროს.
შაბათ-კვირას განხორციელებული დარტყმებიდან მალევე, ტრამპმა ირანელებს ვიდეომიმართვაში უთხრა, რომ მათ უნდა აიღონ კონტროლი საკუთარ მთავრობაზე.
მან ეს მოწოდება ჟურნალისტებთან ინტერვიუებშიც გაიმეორა, თუმცა მას არ დაუსახელებია კონკრეტული მემკვიდრე, რომლის ნახვაც ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის, თავდასხმების დროს დაღუპულის შემდეგ სურს.