05 აგვისტო 2026,   06:15
ვრცლად
ამერიკელებმა უნდა განმარტონ, თუ რატომ წამოიწყეს ეს უსამართლო, უკანონო და უმიზეზო ომი, რითაც რეგიონი ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს - აბას არაღჩი

ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ისრაელი თეირანს ბომბავს. დარტყმა იყო სახელმწიფო ტელევიზიაზე. ბოლო 24 საათში, განადგურებულია არაერთი სამხედრო ობიექტი, მათ შორის, საზღვრის დაცვის სარდლობის შტაბ ბინა ქალაქ სანანაჯში, ისპაჰანის ავია და თეირანის სამხედრო ბაზები. სამიზნეა რელიგიური ნაგებობები, საცხოვრებელი კორპუსები და ადმინისტრაციული შენობები.

საომარი მოქმედებების ფონზე, იზრდება მსხვერპლის რაოდენობაც. უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, ირანში იერიშების შედეგად 742 მოქალაქე დაიღუპა, მათგან 176 ბავშვი. ათასამდეა დაშავებულთა რაოდენობა.

დარტყმებს განაგრძობს ირანიც. ღამით დაიბომბა ისრაელი, აფეთქებების ხმა ისმოდა არაბთა გაერთიანებული საამიროებში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, კატარსა და ბაჰრეინში. ცხელი წერტილებია ერაყი და იორდანია.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აცხადებს, რომ ამერიკელებმა უნდა განმარტონ, თუ რატომ წამოიწყეს ეს უსამართლო, უკანონო და უმიზეზო ომი, რითაც რეგიონი ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს

"კონფლიქტი რეგიონული მხოლოდ იმის გამო მიმდინარეობს, რომ აშშ-ის ბაზები და ობიექტები მთელს რეგიონშია განლაგებული. როდესაც შეერთებული შტატები თავს გვესხმის — იქნება ეს მოიერიშე თვითმფრინავებით თუ ხომალდებით — მათ წვდომა აქვთ ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ ვერ ვწვდებით აშშ-ის ტერიტორიას, თუმცა ვწვდებით მათ ბაზებს. მიმაჩნია, რომ ეს ბაზები ლეგიტიმური სამიზნეა. ამერიკელებმა უნდა განმარტონ, თუ რატომ წამოიწყეს ეს უსამართლო, უკანონო და უმიზეზო ომი, რითაც რეგიონი ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს", - განაცხადა აბას არაღჩიმ.

დღის ამბები