ხანძარი იყო თბილისში, "ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისში - ცეცხლი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობის ლიფტის შახტში გაჩნდა. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა, უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზი.
ადგილზე მობილიზებული იყო 20 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მეხანძრეებმა მალევე მოახდინეს ცეცხლის ლიკვიდირება, რის შედეგადაც ცეცხლი ოფისის შიდა ტერიტორიაზე არ გავრცელებულა.
"დაიწვა სატვირთო ლიფტის შახტა. დაშავებული, საბედნიეროდ, არავინ არ არის. ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, ხანძრის მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.