დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერების ანაზღაურება 40%-ით გაიზარდა. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული, პროფესიული კადრების მხარდაჭერისა და გარემოს დაცვის გაძლიერებისაკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია.
დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ გაგრძელდება მუშაობა რეინჯერების პროფესიული განვითარების, აღჭურვილობის განახლებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიმართულებით.