05 აგვისტო 2026,   14:45
ვრცლად
გადავდგამთ ნაბიჯებს ჩვენი და რეგიონში ჩვენი მოკავშირეების ინტერესების დასაცავად - დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია განცხადებას ავრცელებენ

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები კვლავ ერთობლივ განცხადებას ავცელებენ და ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს „განურჩეველსა და არაპროპორციულს“ უწოდებენ.

„ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს ჩვენი და რეგიონში ჩვენი მოკავშირეების ინტერესების დასაცავად, რაც პოტენციურად გულისხმობს აუცილებელი და პროპორციული თავდაცვითი ქმედებების ხელშეწყობას, რათა განადგურდეს ირანის შესაძლებლობა, განახორციელოს რაკეტებისა და დრონების გაშვება მათივე წყაროდან (ბაზებიდან)“, - ნათქვამია კირ სტრარმერის, ემანუელ მაკრონისა და ფრიდრიხ მერცის განცხადებაში.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამ მიზნის მისაღწევად აშშ-სა და რეგიონის სხვა მოკავშირეებთან ერთად იმუშავებენ.

განცხადების გავრცელების პარალელურად, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყურის ქვეყნებში მყოფმა ბრიტანეთის 94,000-მა მოქალაქემ უკვე გაიარა რეგისტრაცია მთავრობაში საკუთარი ადგილსამყოფელის შესახებ და ეს მონაცემები მზარდია.

დღის ამბები