ბრიტანეთი აშშ-ს საკუთარი სამხედრო ბაზებიდან თავდაცვითი ოპერაციების განხორციელების ნებას რთავს. "აშშ-მა ითხოვა ნებართვა, გამოიყენოს ბრიტანული ბაზები ამ კონკრეტული და შეზღუდული თავდაცვითი მიზნებისთვის“, - აცხადებს კირ სტარმერი X-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაკმაყოფილოთ ეს მოთხოვნა, რათა აღვკვეთოთ ირანის მიერ რაკეტების გაშვება მთელ რეგიონში, რაც კლავს უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას, საფრთხეს უქმნის ბრიტანელების სიცოცხლეს და დარტყმის ქვეშ აყენებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ პროცესებში არ მონაწილეობენ“.