თელ-ავივში ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 40-მა შენობამ სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ქალაქის მუნიციპალიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის მედიის თანახმად, 200-ზე მეტი მცხოვრები ევაკუირებული იქნა სახლებიდან სამ სასტუმროში.
ისრაელის სამხედროების ინფორმაციით, თელ-ავივში შენობა რაკეტის მოხვედრის შედეგად დაზიანდა, ხოლო რამათ-განში მდებარე შენობას კასეტური ბომბი მოხვდა.