უკიდურესად დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთში - ირანში, ისრაელისა და ამერიკის სამხედრო ოპერაცია გრძელდება. ბოლო ცნობებით, ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთ პროვინციაში გოგონათა სკოლაზე თავდასხმას 53 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამერიკის შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანი საბრძოლო ოპერაციები მიმდინარეობს, ტრამპი ირანში რეჟიმის შეცვლას აანონსებს. მსხვერპლია ახლო აღმოსავლეთშიც, სადაც თეირანი საპასუხო შეტევებს ახორციელებს.
ისრაელის თითქმის ყველა რეგიონში უსაფრთხოების წითელი დონეა გამოცხადებული, ქუჩებში განგაშის სიგნალის ხმა ისმის, მშვიდობიანი მოსახლეობა კი თავს ბუნკერებში აფარებს.