ბაჰრეინი, ქუვეითი, აბუდაბი, ელ-რიადი, ყატარი - ირანმა ამერიკის სამხედრო ბაზებზე საპასუხო დარტყმები მიიტანა. აფეთქების ხმა ისმის ისრაელში, სადაც ქალაქ ჰაი-ფაში, ერთ-ერთი ირანული რაკეტა საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა.
ისლამური რესპუბლიკის იერიშებს ამერიკული პატრიოტის ტიპის საზენიტო საშუალებები იგერიებენ. ქუჩებში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის, რაც იმას ნიშნავს, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ თავი მიწისქვეშა ბუნკერებს უნდა შეაფაროს.
ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. შეერთებული შტატები და ისრაელი კი გაერთიანებული ძალებით ისევ თეირანს და მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას ბომბავენ. სამიზნეშია ამოღებული - ისლამური რესპუბილიკის სამხედრო ბაზები, სახელმწიფო უწყებები და ხელმძღვანელი პირები. გავცრელდა დაუზუსტებელი ინფორმაციაც, რომ ლიკვიდირებულია ირანის პრეზიდენტი, რაც ოფიციალურმა თეირანმა უარყო და თქვა, რომ მასუდ ფაზეშქიანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. "როიტერის" ცნობით თეირანში არ იმყოფება ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერი - აიათოლა ალი ხამენი.