თბილისის საკრებულომ ინკლუზიურ თეატრ "კონტაქტს" უმასპინძლა. ღონისძიების მთავარი მიზანი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობაა.
2013 წელს დაარსებული თეატრი 2025 წელს მსოფლიოში ერთადერთი ინკლუზიური თეატრი გახდა, რომელიც გაწევრიანდა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის საერთაშორისო თეატრალურ ინსტიტუტში.