03 აგვისტო 2026,   19:23
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა

საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა. გამოკითხეს დაცვის მხარის მოწმეები, ასევე გამოიკვლიეს დაცვის მხარის წერილობითი მტკიცებულებები.

პროკურორი ირაკლი მარშანია აცხადებს, რომ განაჩენი 20 მარტამდე დადგება.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ დაცვის მოწმეები, თუმცა მათ არ დაუფიქსირებიათ, რომ რომეო მიქაუტაძის ნათესავების უკან არ იდგა რომეო მიქაუტაძე, მათ ამის შესახებ არ იცოდნენ და ეს ბუნებრივიც არის.

ბრალდებული როცა სჩადის რაღაც დანაშაულს ამის შესახებ ის ყველას არ უყვება, ამას უყვება მხოლოდ სანდო პირებს, ასეთი სანდო პირები ბრალდების მხარემ უკვე დაკითხა, კერძოდ კომპანიების მეწილეები, რომლებმაც ცალსახად დაადასტურეს, რომ მიქაუტაძე მონაწილეობდა კომპანაიათა საქმიანობაში. დაახლოებით 20 მარტამდე მოცემულ საქმეზე დადგება განაჩენი,"- აცხადებს ირაკლი მარშანია.

რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ივნისში დააკავა. მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

დღის ამბები