09 აგვისტო 2026,   01:49
ვრცლად
თავდაცვის სამინისტრო ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის დროს სამხედროების დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყება მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

"დღეს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, მძღოლი კაპრალ სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე.

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს," - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები