ევროპელ ოფიციალურ პირებს არ უნდა ჰქონდეთ ანონიმურობის უფლება, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის იურიდიული კომიტეტის პრესსპიკერმა, ნაჯეი ფონსმა განაცხადა.
Politico-ს ცნობით, ფონსმა ეს განცხადება გააკეთა ბრიუსელის კრიტიკის საპასუხოდ, რომელიც იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშს ეხებოდა.
საქმე ეხება კონგრესის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელშიც ევროკომისია დადანაშაულებულია აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში, ევროკავშირისა და აშშ-ის მოქალაქეების სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და ცენზურაში, რაც, ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის "ციფრული სერვისების აქტის" გამოყენებით ხდებოდა.