07 აგვისტო 2026,   21:57
ვრცლად
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.

28 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ლიგის მეორე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ჯგუფის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია და ლუქსემბურგი იქნებიან.

მოახლოებულ შეხვედრებში 17-წლამდე ნაკრებს ლავრენტი დავითაშვილი უხელმძღვანელებს. ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩვენი გუნდი 18 ფეხბურთელით გაემგზავრება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: ელენე ბონდარევა (კვარტალი), თინიკო ჯაიანი (ბათუმი);

დაცვა: ნინო ნადარაია (კვარტალი), ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო), ბარბარე მანაგაძე (მართვე), ნინი ვეკუა (ნორჩები), ანი გოდერიძე (მართვე);

ნახევარდახვა: სესილი მასხარაშვილი (რუსთავი), მარიამ ჯოჯუა (დინამო სოხუმი), ლიზი კაკულია (დინამო სოხუმი), ანა დოლიშვილი (კვარტალი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), თამარ მარუაშვილი (მართვე), ნინიკო ჩხეტიანი (კვარტალი);

თავდასხმა: ანა-თამარა ქურასბედიანი-ბოლოთაშვილი (ლევანტე ბადალონა, ესპანეთი), თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო), ანი დავითულიანი (ნიკე-ლუსო), ანა გრიგალაშვილი (თეთრიწყარო).

მატჩების განრიგი

28.02 | ჩრდ. მაკედონია - საქართველო | 16:00
03.03 | ჩრდ. ირლანდია - საქართველო | 16:00
06.03 | საქართველო - ლუქსემბურგი | 16:00

დღის ამბები