ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს. მთავარი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიანეა. მისი თქმით, საქართველოს შესახებ ახალი ანგარიშის პროექტში, აქცენტი ბოლოდროინდელ მოვლენებზე გაკეთდა. მისივე შეფასებით, ქვეყანა ევროპულ გზას დაშორდა. დარბაზში გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც. "ქართულ ოცნებაში" აცახდებენ, რომ იუკნევიჩიანეს ანგარიშს არანაირი ფასი არ აქვს და ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებს კურირებს ადამიანი, რომელიც ქვეყნების მიმართ უსამართლო განცხადებით გამოირჩევა.
პოლონელი ევროპარლამენტარი გჟეგორ ბრაუნი აცხადებს, რომ ევროკავშირი დემოკრატიის შესახებ კვლავ ქადაგებს და ლექციას კითხულობს.
"ევროკავშირი დემოკრატიის შესახებ კვლავ ქადაგებს და ლექციას კითხულობს. თქვენ ამბობთ, რომ ეს დემოკრატიული უკუსვლაა, შესაძლოა, ეს უბრალოდ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღდგენაა. შესაძლოა, საღ აზრს სულ უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება. ისინი ხედავენ, რამდენად ცუდია ევროკავშირის პროექტი. შესაძლოა, ისინი მშვიდობასა და სუვერენიტეტს ირჩევენ. მაინტერესებს, როდის შემდეგ გახდა BBC ქიმიური იარაღის ექსპერტი? - შესაძლოა მას შემდეგ, რაც ისინი ქიმიური იარაღის შესახებ მსოფლიოში შიშს ავრცელებდნენ", - აცხადებს ბრაუნი.