დიპლომატიური წყაროების ცნობით, საფრანგეთში აშშ-ის ელჩს, ჩარლზ კუშნერს, საფრანგეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრა აუკრძალეს მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გამოცხადდა, სადაც გასულ კვირას, ფრანგი ულტრამემარჯვენე აქტივისტის მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის გამო დაიბარეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
"აშშ-ის საელჩოს მიერ საფრანგეთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ გაკეთებული კომენტარების შემდეგ, რომელიც მხოლოდ ჩვენს ეროვნულ დებატებს ეხება და რომლის პირადი ინტერესებისთვის გამოყენებას არ ვუშვებთ, ელჩი ჩარლზ კუშნერი დღეს სამინისტროში დაიბარეს. ის არ გამოცხადდა“, - დასძინა წყარომ.
ფრანგი ულტრამემარჯვენე აქტივისტი კვენტინ დერანი სავარაუდოდ ულტრამემარცხენე აქტივისტებთან ჩხუბის დროს ცემით მოკლეს. ინციდენტმა ქვეყანა შოკში ჩააგდო და ეს "საფრანგეთის ჩარლი კირკის მომენტის“ სახელით გახდა ცნობილი, რაც გასულ წელს, ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის მკვლელობას უკავშირდება.
საფრანგეთში აშშ-ის საელჩომ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრტერორისტულმა ბიურომ განაცხადეს, რომ ისინი აკვირდებიან ამ საქმეს და აღნიშნეს, რომ "ძალადობრივი რადიკალური მემარცხენე ექსტრემიზმი იზრდება“ და ის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ უნდა ჩაითვალოს.