17 თებერვალს ჩინური ახალი წელი დაიწყო. ჩინეთში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. თარიღი ყოველ წელს იცვლება და მთვარის კალენდრის მიხედვით, იანვრის ბოლოსა და თებერვლის შუა რიცხვებს შორის დგება.
"კურიერი P.S.-მა" აზიის შუაგულში იმოგზაურა - ჩვენი კამერის ობიექტივში მოხვდა ჩინეთის დიდი კედელი, უძველესი ცივილიზაციის ტრადიციები, ჩინური კულინარია, ქუჩის ეგზოტიკური სამზარეულო და ქართული ნაციონალური კერძები, მათ შორის, აჭარული ხაჭაპური და ხინკალი...
მოგზაურობა ჩინეთში - ქვეყანაში, რომელიც მომავალში ცხოვრობს.