"ქართულ ბაზარზე ჩვენი ძირითადი კონკურენტები არის რუსული, უკრაინული და თურქული საქონელი, რომელიც შემოაქვთ უფრო იაფად და ინტერესი იმის, რომ ჩვენი პროდუქცია იდოს დახლზე, ფაქტობრივად, აღარ არის," - განაცხადა საკონდიტრო კომპანია "სანდომის" გენერალურმა დირექტორმა, მერაბ ვასაძემ პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.
მერაბ ვასაძე მიიჩნევს, რომ ფასების ზრდის შეჩერება მხოლოდ ქსელური მარკეტებისთვის რეგულაციების დაწესებით მიიღწევა.
"ერთ-ერთმა უდიდესმა ქსელმა, რომელმაც გააერთიანა, დაახლოებით, 1300-დან 1500 მაღაზიამდე გვითხრა, რომ თქვენ თავისუფალი ხართ, - ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე. თუ რაღაც რეგულირება არ იქნება ქსელურების მიმართ, რაც დრო გავა, უფრო უარეს პირობებში ჩავვარდებით. ვერაფერი ფასის ზრდას ვერ გააჩერებს, თუ არ დაწესდა რეგულაციები," -