რეკორდული მაჩვენებლები საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში - 2025 წელს ქვეყანამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მეტი კონტეინერი მიიღო. გასულ წელს პორტებში 17 მილიონ ტონამდე ტვირთი დამუშავდა.
სტატისტიკის მიხედვით, საკონტეინერო გადაზიდვები 17 პროცენტით გაიზარდა. პორტებთან ერთად, დატვირთვა საგრძნობლად მოემატა საქართველოს რკინიგზასაც.