რა ვითარებაა უკრაინაში - რუსული არმიის სამიზნე ზაპოროჟიე გახდა. თავდასხმის შედეგად, დაშავდა სულ მცირე სამი ადამიანი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც. ზაპოროჟიეს სპეციალური სამხედრო ოპერაციების ძალების ხელმძღვანელის ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი პირი.
საპასუხო დარტყმებს ახორციელებს უკრაინაც. უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე კრასნოდარის მხარე გახდა. რეგიონის გუბერნატორის, ცნობით, დაზიანდა ნავთობპროდუქტების რეზერვუარი, საწყობები და ტერმინალები, დაშავდა ორი ადამიანი.