07 აგვისტო 2026,   14:02
ვრცლად
"გარემოს დაბინძურებასა და გამონაბოლქვს მოაქვს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის" - ნია გიუაშვილი

საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის შემოყვანა პირველი აპრილიდან აიკრძალება. რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ მანქანების იმპორტზე. ის არ ეხება უკვე შემოყვანილ ავტომობილებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში საუბრობენ იმ ზიანზე, რომელიც გარემოს დაბინძურებას და გამონაბოლქვს მოაქვს. ეს არის ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის.

"ჰაერის დაბინძურება გახლავთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გარემოფაქტორი, რომელიც ზეგავლენას ახდენს ისეთი მსხვილი, არაგადამდები დაავადებების ჩამოყალიბებაზე და დამძიმებაზე, როგორიც არის გულ-სისხლ ძარღვთა დაავადებები, რესპირატორული დაავადებები, სიმსივნეები, დიაბეტი, რომლებიც "დიდ მკვლელებად" მოიხსენიებიან. საქართველოსთვის ამ დაავადებების ტვირთი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი, თითქმის 97%-ს შეადგენს. ჰაერის დაბინძურება ყველაზე უფრო დიდ ზეგავლენას მოწყვლად ჯგუფებზე ახდენს. პირველ რიგში, ეს არის ბავშვები, ძალზე მნიშვნელოვანია ორსული ქალებისთვის", - აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის სპეციალისტი ნია გიუაშვილი.

 

დღის ამბები