ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა ევროპას რუსეთთან დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ჩეხურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
ბაბიშის თქმით, ამჟამად სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ფიქრობს, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დახმარებით არის შესაძლებელი.
"ეს მნიშვნელოვანია. მოლაპარაკებები ინტენსიურია. მაქვს განცდა, რომ ისინი ომის დასრულების, რაიმე სახის გრძელვადიან გადაწყვეტას უახლოვდებიან, მაგრამ ევროპას ამის გაკეთება ტრამპის გარეშე არ შეუძლია", – განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ბაბიშის თქმით, დარწმუნებულია, რომ რუსეთთან დიალოგი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ერთადერთი გზაა.