ქსელში გადართვების გამო 28 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კონკრეტული მისამართების და გრაფიკის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III კვარტლების (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის, პაბლო პიკასოს, რამაზ ჩხიკვაძის, ირაკლი გამრეკელის, მამია გურიელის, დუდუ დადიანის, დავით გამრეკელის, ძოწენიძის, ზურაბ მუზაშვილის და პაატა დათუაშვილისქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.