იონას გაჰრ სტორეს განცხადებით, გრენლანდია დანიის სამეფოს ნაწილია და ნორვეგია სრულად უჭერს მხარს დანიის სამეფოს ამ საკითხში.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ნორვეგიის პოზიცია გრენლანდიასთან დაკავშირებით მტკიცეა.
სტორემ ასევე დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან წერილის მიღება, რომლის შესახებაც მანამდე მედია წერდა. თავის გზავნილში ტრამპმა აღნიშნა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიის ვერმოპოვების გამო "თავს ვალდებულად აღარ გრძნობს, მხოლოდ მშვიდობაზე იფიქროს".