19 ივნისი 2026,   10:04
ვრცლად
"ტარიფებით მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს" - NATO-ს წევრი რვა ქვეყანა ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს

NATO-ს წევრი რვა ქვეყანა, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტი ტარიფების დაწესებით ემუქრება, ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს.

განცხადების ავტორების არიან დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.

"ტარიფებით მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და სახიფათო დაღმავალი სპირალის რისკს ქმნის. ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ დიალოგში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, რასაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს“, – წერია განცხადებაში.

 

დღის ამბები