ყველა ქვეყანას, რომელსაც ირანთან ეკონომიკური ურთიერთობები აქვს, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან 25%-იანი ტარიფი დაუწესდება - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა.
თემაზე ისაუბრა შტატების პრეზიდენტის პრესმდივანმაც. ქეროლაინ ლევიტის თქმით, ტრამპს ირანში სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია, თუმცა პრიორიტეტი ყოველთვის დიპლომატიაა.
ვაშინგტონს და თეირანს შორის მიმდინარე ესკალაციის პარალელურად, ქვეყნებს შორის საკომუნიკაციო არხები ღია რჩება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელს სტივ უიტკოფს დაუკავშირდა და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლება სთხოვა.