ბრიტანეთის მთავრობა ირანის ხელისუფლებას თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
"ირანის ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება და პატივი სცეს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის გამოხატვის, შეკრებისა და ინფორმაციაზე წვდომის თავისუფლებას", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მეთორმეტე დღეა, ირანში მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი არ წყდება. ძალოვნებთან შეტაკებებს 45 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 8 ბავშვი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 2 200-ზე მეტი ადამიანი. გამოსვლებია 111 ქალაქსა და დასახლებაში.