კრიმინალურმა პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია 6 პირი. ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა, ასევე, დაუფლების ბრალდებით დაკავებულს შორის 4 წარსულში ნასამართლევია. ბრალდებულების პირადი, ავტომობილების, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად პოლიციამ - სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის პისტოლეტები, მჭიდები და ვაზნები ამოიღო. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.