13 ივნისი 2026,   14:58
ვრცლად
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს - ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მარიხუანა", "ალფა-პვპ", "კლეფედრონი" და "მეტადონი"

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავა. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, მითითებული ადგილებიდან, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, მათ შორის, "მარიხუანა", "ალფა-პვპ", "კლეფედრონი" და "მეტადონი".

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები