არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა პარასკევს გამოაცხადა, რომ კანადაში 50 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას ჩადებს პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს ხელოვნური ინტელექტის, ენერგეტიკისა და სამთო მოპოვების პროექტებს. ინფორმაციას Reuters-ი
მედიის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საემიროები ცდილობს გააფართოოს ენერგეტიკული ინვესტიციები საზღვარგარეთ, განსაკუთრებით ახლახან შექმნილი კომპანია XRG-ის მეშვეობით, რომელიც აბუ-დაბის ნავთობის მსხვილი კომპანიის ADNOC-ის საზღვარგარეთული საინვესტიციო განყოფილებაა.
აბუ-დაბი ასევე დიდ ინვესტიციებს დებს ხელოვნურ ინტელექტში და ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის აშენებას გეგმავს.
არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტექნოლოგიური კომპანია G42-ი ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის განვითარების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.
არაბთა გაერთიანებული საემიროების ინვესტიციების სამინისტროს განცხადების თანახმად, ჩარჩო შეთანხმებას ხელი მოეწერა კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის აბუ-დაბიში ვიზიტის დროს.