19 ივნისი 2026,   09:40
ვრცლად
უკრაინა შტატებისგან ომის დასრულების გეგმის მიღებას ადასტურებს

საერთაშორისო მედიაში უკრაინის ომის დასრულების ის გეგმა ვრცელდება, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ვაშინგტონმა და მოსკოვმა ფარულად შეიმუშავეს - ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რუსულ რეგიონებად აღიარება; შემცირებული უკრაინული სამხედრო არსენალი; ნატო-ს გაფართოებაზე უარი და უსაფრთხოების სიტყვიერი გარანტია.

ომის დასრულების გეგმის შტატებისგან მიღებას ადასტურებენ უკრაინაში. პრეზიდენტის ოფისში ამბობენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ახლა დონალდ ტრამპთან შეხვედრის მოლოდინშია.

სამშვიდობო გეგმის გარშემო ფარული მოლაპარაკებების რეალურობა დაადასტურეს თეთრ სახლშიც. ამერიკის პრეზიდენტის მთავარ რეზიდენციაში აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა გეგმის შესახებ დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

დღის ამბები