19 ივნისი 2026,   01:59
ვრცლად
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ამჯერად ესპანეთში ეცნობიან - IBTM World 2025-ის მთავარი თემა ბიზნესტურიზმის განვითარებაა

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ამჯერად ესპანეთში ეცნობიან. IBTM World 2025-ის მთავარი თემა ბიზნესტურიზმის განვითარებაა. საქმიანი ღონისძიებების დაგეგმვა და სხვადასხვა სექტორული მიმართულებები- სასტუმროების წარმომადგენლები ახალ შესაძლებლობებზე საუბრობენ.

150 ქვეყანა, 2500 ორგანიზაცია და 12 000-ზე მეტი სტუმარი. შეხვედრებზე არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო ბიზნეს ღონისძიებების დასაგეგმად მზადაა. დაინტერესება ამ მიმართულებით კი ყოველწლიურად იზრდება.

ბარსელონაში ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიების, ავიაკომპანიებისა და მსხვილი ღონისძიებების მენეჯერებთან. მაია ომიაძის განმარტებით, საქმიანი მოგზაურების ჩამოყვანა და საქართველოს პოზიციონირება უწყებისთვის პრიორიტეტული საკითხია.

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობას საქართველოსთან ერთად კომპანიების მენეჯერები ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან იღებენ. გამოფენა ხვალ დასრულდება.

დღის ამბები