დანიური კომპანია "ნოვო ნორდისკის" წარმოებული ინსულინი საქართველოშია. პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ "ნოვორაპიდით" უკვე ხელმისაწვდომია. პაციენტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ ძველი სქემის მიხედვით, ისევ "ნოვორაპიდს" დაუბრუნდნენ, თუ მკურნალობა მისი ანალოგი, ფრანგული Sanofi Aventis-ის წარმოებული "აპიდრათი" განაგრძონ.
"პაციენტებს, რა თქმა უნდა, ამგვარად ამ მედიკამენტის შემოტანით, იმ პირობებში, როდესაც არასდროს ინსულინის მიწოდება არც ერთი წუთით არ ყოფილა შეფერხებული და დაბრკოლებული, მათ ექნებათ კვლავაც ამ ალტერნატიული საშუალებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ექნებათ არჩევანი სხვადასხვა, ყველაზე მაღალი ხარისხის პრეპარატებს შორის. ეს იყო პერიოდი, როდესაც ჰქონდათ შეზღუდვა ერთ-ერთ მედიკამენტზე, ამ პერიოდში ისინი მომარაგებულები იყვნენ სხვა მედიკამენტით, ალტერნატიულით, უმაღლესი ხარისხის ალტერნატივით, დღეიდან მათ კვლავ ექნებათ სარგებლობის შესაძლებლობა ორივე მედიკამენტით", - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.