19 ივნისი 2026,   09:40
ვრცლად
"ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს ფრანგებთან" - დონალდ ტრამპი თვლის, რომ საფრანგეთი ჩინეთზე უკეთესი არაფრითაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, FOX NEWS-ის ეთერში საფრანგეთი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის ჩინეთზე უკეთესი არაფრითაა. ამის შესახებ ფრანგული მედია bfmtv-ი ავრცელებს.

უცხოელ სტუდენტებთან მიმართებით ამერიკის პოლიტიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ფრანგი სტუდენტები ჩინელ სტუდენტებზე უკეთესები არ არიან, რომლებსაც აშშ რეგულარულად ადანაშაულებს ჯაშუშობაში.

"ჩვენ ბევრი პრობლემა გვქონდა ფრანგებთან. ჩვენი ტექნოლოგია ძალიან უსამართლო გადასახადის ქვეშ იყო. მათ ამერიკულ პროდუქტებზე 25%-იანი გადასახადი დააწესეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა, რომელიც გულისხმობდა GAFA-ს გადასახადის გაორმაგებას, რომელსაც ეროვნული ასამბლეის წევრები გასული წლის ოქტომბერში უჭერდნენ მხარს.

ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უცხოელი სტუდენტების ყოლა კარგია.

"ვფიქრობ, კარგია, რომ უცხოელი სტუდენტები გვყავს“, - თქვა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში ჩინეთის მოქალაქეების ამერიკულ უნივერსიტეტებში მიღების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას.

დღის ამბები