ინდოეთის დედაქალაქ დელიში, ავტომობილში ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
აფეთქების გამომწვევი მიზეზების გამოძიებასთან დაკავშირებით, ძირითადი შტატებისა და ქალაქების უსაფრთხოების ძალები, საგანგებო მზადყოფნაში არიან.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის განცხადებით, აფეთქებაში პასუხისმგებელ პირებს "არ დაინდობენ“.
დელის პოლიციის ცნობით, აფეთქება მოძრავ Hyundai i20-ის მარკის ავტომობილში მოხდა.
„ნელა მოძრავი მანქანა წითელ შუქნიშანზე გაჩერდა. აფეთქება ამ მანქანაში მოხდა, რამაც მიმდებარე მანქანებიც დააზიანა“, - განუცხადა დელის პოლიციის კომისარმა სატიშ გოლჩამ ჟურნალისტებს.
მედიის ინფორმაციით, პოლიციამ მოგვიანებით მანქანის თავდაპირველი მფლობელი, მოჰამედ სალმანი, ჰარიანას მეზობელ ქალაქ გურგაონში დააკავა. მან მანქანა 2013 წელს შეიძინა. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ სალმანმა შემდგომში მანქანა ნიუ დელიში სხვა პირს მიჰყიდა, რომელმაც თავის მხრივ ცოტა ხნის წინ ავტომობილი კვლავ გაყიდა. ასევე დააკავეს ის პირი, ვისაც სალმანმა მანქანა მიჰყიდა. თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, მანქანა კვლავ სალმანის სახელზე იყო რეგისტრირებული და ჰარიანას სანომრე ნიშნები ჰქონდა.