"ეს ის ძალაა, რომელიც ჩადიოდა დანაშაულს, არეკეტებდა ბიზნესს, ართმევდა ადამიანებს სიცოცხლეს, წაართვეს ბიზნესი, ტელევიზიებში იჭრებოდნენ ძალადობით. ეს ფაქტებია. ამ ყველაფრის სათავეში ვინც იყო, ყოფილი პრეზიდენტი, ბატონი სააკაშვილი, ვხედავთ, რომ არ იცვლება", - ასე გამიეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook-პოსტს, სადაც ის წერს, რომ "არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს".
"რა განცხადებებს აკეთებს, იგივე დამოკიდებულებით საუბრობს. მას ძალაუფლება არ გააჩნია, თორემ დღეს უარესს გააკეთებდა. როგორ გაყო, წითელი ხაზი გაუსვა და პირდაპირ განაცხადა, რომ ამ ადამიანებთან ჩვენ საერთო ვერ გვექნებაო. ანუ, ის იგივე გზას აგრძელებს. პირდაპირ ანადგურებდნენ ოჯახებს და ეს დამოკიდებულება არ შეცვლილა. ნაცვლად იმისა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში რაიმე გაეაზრებინა, ბოდიში მოეხადა იმ ოჯახებისთვის, რომლის წევრებიც ქუჩაში ჩაცხრილეს, ეს ადამიანი არ იცვლება. პირდაპირი მნიშვნელობით ფაშისტები არიან," - აღნიშნა ყაველაშვილმა.