თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქურდული სამყაროს" წევრობისა და მხარდაჭერისთვის პასუხისგებაში მიცემული შვიდი პირიდან ექვსს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ერთს, ნანა მეფარიშვილს კი 3 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ნანა მეფარიშვილი პატიმრობიდან გირაოს გადახდის შემდგომ გათავისუფლდება.
აღნიშნულით სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მიერ, ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, "ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის", "ქურდული სამყაროს წევრისთვის" მიმართვის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, 7 პირს კი – მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 2 პირს, საზღვარგარეთ მყოფ 4 პირს და ერთ "კანონიერ ქურდს" - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.