08 ივნისი 2026,   15:41
ვრცლად
სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1970 წელს დაბადებული გ.თ. დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დღის ამბები