07 აგვისტო 2026,   11:49
ვრცლად
ჩინეთის სამ უმსხვილეს ქალაქში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ჩინეთის სამ უმსხვილეს ქალაქში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. პეკინში, შენჟენსა და შანხაიში ჩატარდა პრეზენტაციები და ე.წ. როუდ შოუები. ღონისძიებაში ქართული კერძო სექტორის 20-მდე კომპანია იყო ჩართული. თითოეულ პრეზენტაციას დაახლოებით 4 ათასი სტუმარი ესწრებოდა.

ჩინეთის მსხვილი ტურისტული კომპანიები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, საზღვაო და ზამთრის კურორტებს, სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებებსა და სამზარეულოს გაეცნენ.

მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო კომპანიასთან ერთად მართავს.

 

 

დღის ამბები