ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ აპირებს უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი "ტომოჰავკის" ტიპის რაკეტები გადასცეს.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა "Air Force One"-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
გასულ კვირას CNN ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ პენტაგონმა კიევისთვის ამ რაკეტების გადაცემაზე თეთრ სახლს "მწვანე შუქი" აუნთო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.