საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეიტინგი 11%-მდე დაეცა, რაც ისტორიის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამის შესახებ Le Figaro წერს.
მაკრონის რეიტინგი ერთ თვეში 5 პუნქტით დაეცა და მეხუთე რესპუბლიკის დროს, ფრანსუა ოლანდის ყველაზე ცუდ მაჩვენებელს უტოლდება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის, რისიც ელისეის სასახლეს თვეების განმავლობაში ეშინოდა, მოხდა: პრეზიდენტის მოწონების რეიტინგი ამ თვეში კვლავ დაეცა და ფრანსუა ოლანდის მიერ დაფიქსირებულ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ეს დონე 2016 წლის სექტემბერში დაფიქსირდა.
2025 წლის ნოემბერში, ემანუელ მაკრონი რეკორდული არაპოპულარობის მაჩვენებლით თავის წინამორბედს შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ინარჩუნებს "რენესანსის პარტიის" ხმების 71%-ს, ახლა ის მხოლოდ ანსამბლის (MoDem, Horizons და Renaissance) ხმების 53%-ს და რესპუბლიკელების მხოლოდ 14%-ს იღებს.