04 აგვისტო 2026,   04:54
ვრცლად
"მუხის მასალაზე მწერებით გამოწვეული დაზიანება გამოვლინდა" - საქართველოში შემოტანილი დაზიანებული მასალა ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო-საავტომობილო", 25 მ3 მუხის დახერხილი მასალით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა. კერძოდ, მუხის მასალაზე მწერებით გამოწვეული დაზიანება გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

დღის ამბები