19 ივნისი 2026,   19:48
ვრცლად
Mango-ს დამფუძნებლის, ისაკ ანდიკის გარდაცვალების საქმეს მკვლელობის კვალიფიკაციით იძიებენ, ესპანეთის პოლიცია მის შვილს ეჭვმიტანილად მიიჩნევს - CBS News

ესპანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ გასულ წელს, Mango-ს ტანსაცმლის ქსელის დამფუძნებლის, ისაკ ანდიკის გარდაცვალების გამოძიება გრძელდება. როგორც ესპანური მედია იუწყება, ისაკ ანდიკის უფროს ვაჟი, მისი გარდაცვალების საქმეშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

71 წლის ანდიკი დეკემბერში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ბარსელონასთან ახლოს, მონსერატის მთებში, უფროს ვაჟთან, ჯონათანთან ერთად ლაშქრობისას 90 მეტრზე მეტი სიმაღლიდან გადავარდა.

cbsnews-ის ინფორმაციით, ესპანეთის ყველაზე დიდი ყოველდღიური გაზეთი, El Pais-ი სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიციამ თავდაპირველად ისაკ ანდიკის სიკვდილი უბედურ შემთხვევად მიიჩნია, თუმცა ამჟამად მისი გარდაცვალების საქმეს მკვლელობის კვალიფიკაციით იძიებს.

ოჯახმა უარყო ნებისმიერი ვარაუდი, რომ ანდიკის შვილი მომხდარში იყო პასუხისმგებელი. Reuters-ის მიერ გავრცელებულ ოჯახის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი გააგრძელებენ თანამშრომლობას კომპეტენტურ ორგანოებთან, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. გარდა ამისა, ოჯახი იმედოვნებს, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდება და ჯონათან ანდიკის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

დღის ამბები